სახალხო დღესასწაული ადგილობრივებს და დამსწრე საზოგადოებას, შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ანზორ ბოლქვაძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ, მთავრობის წევრებმა და საზოგადოება „მარეთის" თავმჯდომარე, აკაკი მახარაძემ მიულოცეს.
სახალხო დღესასწაული მიზნად ისახავს, მარეთის ხეობისთვის დამახასიათებელი ტრადიციების პოპულარიზაციასა და შენარჩუნებას. დღესასწაულზე გაიმართა კულტურულ-სპორტული ღონისძიებები. მოეწყო ხეობისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული ნიმუშებისა და ტრადიციული გასტრონომიის გამოფენა.
წელს ,,საპატიო მარეთელის" წოდება 5 მოქალაქეს მიენიჭა, ასევე დაჯილდოვდნენ წარმატებული მოსწავლეები.
დღესვე, გამონათლევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან, მთავრობის წევრებმა, მოსახლეობას გიორგობა მიულოცეს და გამონათლევის მიმდებარედ, საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
სახალხო დღესასწაული ,,მარეთობა", შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და საზოგადოება ,,მარეთის" მხარდაჭერით გაიმართა.