მუსლიმანური სამყარო ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ზეიმობს.
მორწმუნეებს დღესასწაული შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრთან, ანზორ ბოლქვაძესთან და ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ნიგაზეულისა და ჭვანის მეჩეთებიდან მიულოცა და დღესასწაულთან დაკავშირებულ ლოცვას დაესწრო.
ყურბან-ბაირამი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუსლიმანური დღესასწაულია, რომელიც რამაზან-ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება. მუსლიმები დღესასწაულზე მსხვერპლშეწირვის გარდა ტრადიციულ ტკბილეულს, ჰალვას ამზადებენ და წინაპრების საფლავებს მოინახულებენ.
შუახევის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ყველა მორწმუნეს ულოცავს ყურბან-ბაირამის დღესასწაულს!