შუახევის მერიის მხარდაჭერითა და სპორტული ცენტრის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის პირველობა ფრენბურთში ჩატარდა.
ტურნირი გოგონებსა და ვაჟებს შორის გაიმართა, რომელშიც 15 გუნდი მონაწილეობდა.
პირველი საპრიზო ადგილი გოგონებსა და ვაჟებს შორის შუბნის საჯარო სკოლამ მოიპოვა, ხოლო მეორე ადგილზე ხიჭაურის საჯარო სკოლა გავიდა.
მესამე ადგილი მაწყვალთის საჯარო სკოლამ (გოგონათა შორის) და ცინარეთის საჯარო სკოლამ (ვაჟთა შორის) გადაინაწილეს.
საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები მედლებით, სიგელებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.