შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და შუახევის ფეხბურთისა და რაგბის განვითარების სკოლის ორგანიზებით, სასკოლო გუნდებს შორის ჩატარდა მუნიციპალიტეტის პირველობა მინი ფეხბურთში. შეჯიბრში სულ 10 გუნდი მონაწილეობდა.
პირველი ადგილი შუახევის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, ხოლო მეორე და მესამე ადგილები წყაროთისა და ხიჭაურის გუნდებმა გადაინაწილეს.
გამარჯვებულ გუნდებს თასები, მედლები და სიგელები, შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, პირველ მოადგილესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად გადასცა. შეჯიბრი, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპუილარიზაციას ისახავს მიზნად.