საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეგიდითა და შუახევის მერიის მხარდაჭერით, ცნობილი ქართველი მსახიობის, საქართველოს სახალხო და დამსახურებული არტისტის, ლეო ანთაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
ცნობილი ქართველი მსახიობი, რომელმაც მაყურებელს თავი უამრავი საინტერესო როლის შესრულებით დაამახსოვრა, უკვე 65 წელია ქართულ სცენაზე თუ სატელევიზიო ეკრანზე ჩანს და ამ პერიოდის განმავლობაში, მან არაერთი გამორჩეული პერსონაჟი განასახიერა.
ღონისძიებაზე 89 წლის მსახიობმა მის მიერ განსახიერებული პერსონაჟები გააცოცხლა და მონოსპექტაკლი წარმოადგინა.
შემოქმედებით საღამოს, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და ლეო ანთაძის შემოქმედების მოყვარული ადამიანები ესწრებოდნენ.