შუახევის მერის, ომარ ტაკიძის ხელმძღვანელობით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას მერის მოადგილეები, მერიის სამსახურის უფროსები, რწმუნებულები, ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
თათბირზე განიხილეს სხვადასხვა სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები, მოსახლეობის მხრიდან გამოკვეთილი საჭიროებები, მუნიციპალიტეტში არსებული პროგრამები, განსახორციელებელი აქტივობები და ამ დროისთვის არსებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
აღინიშნა, რომ აქტიური სამუშაოები დაიწყო ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე. უახლოეს დღეებში დაიწყება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გათვალისწინებული პროექტების განხორციელება. სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების ფარგლებში, დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 800-ზე მეტ მოქალაქეს გაეწია საჭირო დახმარება. საუბარი შეეხო ასევე, კულტურულ და ახალგაზრდულ ღონისძიებებს და ამ მიმართულებით განსახორციელებელ ინიციატივებს, 26 მაისის ჩატარების ღონისძიებას.
მერმა, სამსახურების ხელმძღვანელებს კონკრეტული დავალებები მისცა და პრობლემურ საკითხებზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდა.