შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, რუსუდან შავაძე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის" ფარგლებში, 3-8 ივლისს ასოციაცია "ანიკას" ორგანიზებით პორტუგალიაში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა პორტუგალიის სხვადასხვა სოციალური სერვისების გაცნობა, მათ განხორციელებაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობის პრაქტიკის გაზიარება.
სასწავლო ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილმა და პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების ლანჩხუთის, ბაღდათის, ხარაგაულის, ქედის, ყვარელის მერებმა და ჩოხატაურის მერის მოადგილემ, მომსახურების მიმწოდებელი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფი ეწვია ლისაბონის სოციალური სერვისების განმახორციელებელ ორგანიზაციებს, პორტუგალიის სახელმწიფო სტრუქტურებისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს.