მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78 წელი გავიდა.
შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძესთან, ხელმძღვანელ პირებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
მეორე მსოფლიო ომში, 200-ზე მეტი შუახეველი იბრძოდა. სამწუხაროდ, დღეს არც ერთი მათგანი ცოცხალი აღარა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ.