შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსთან, პაატა ქათამაძესთან ერთად, შუახევის სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და წარმატება უსურვა.
ომარ ტაკიძემ, ჯანდაცვის სფეროში გაწეული საქმიანობისთვის, სს ევექსის კლინიკების, შუახევის კლინიკის ექიმი რეანიმატოლოგი, ნატო ბეჟანიძე და მთავარი მედდა, ირმა ბოლქვაძე, მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
,,ჯანმრთელობის დაცვის სფეროს თითოეულ წარმომადგენელს გილოცავთ პროფესიულ დღეს! მადლობა დაუღალავი შრომისთვის, პროფესიის ერთგულებისა და მამაცობისთვის, ჩვენი მოქალაქეების გადარჩენილი სიცოცხლისათვის" - განაცხადა ომარ ტაკიძემ.