შუახევის მუნიციპალიტეტში მაღალი ზონის სოფლებში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი თოვლის საფარისგან გზების გაწმენდას აქტიურად ახორციელებს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცენტრებთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზების გაწმენდა.
მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 1 მეტრს აღწევს, ხოლო დაბალ ზონაში 70 სანტიმეტრია.
საავტომობილო გზებზე რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილების გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.
მიმდინარე სამუშაოებს შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძესთან, აჭარის საავტომობილო გზების დეპარატამენტის უფროსთან, მამუკა თურმანიძესთან და დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.