ტურისტული ინფრასტრუქტურის სამუშაოები შუახევში, ჩანჩხალოში მიმდინარეობს, რომელიც ზღვის დონიდან 850 მეტრზე მდებარეობს და სოფლის ულამაზესი ხედები იშლება.
ტურისტული სივრცის მოსაწყობად 3 000 000 ლარია გათვალისწინებული, სამუშაოების პირველი ეტაპი -ფოტო პარკის მოწყობა დასრულებულია. მიმდინარეობს აუზისა და თანამედროვე კვების ობიექტის მოწყობა. დაგეგმილია ასევე სხვადასხვა სივრცეების და სასტუმროს მშენებლობა.
პროექტის მიმდინარეობას შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, თვითმმართველობისა და ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
ახალი მრავალფუნქციური, ტურისტული პროექტი ხელს შეუწყობს ტურისტული ბიზნეს-გარემოს განვითარებას, ტურისტების მოზიდვას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და მუნიციპალიტეტის ცნობადობის გაზრდას.