შუახევის მასწავლებელთა მეოთხე მუნიციპალური კონფერენცია სახელწოდებით - ,, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის გამოწვევები და სწავლების ინოვაციური მიდგომები“ გაიმართა.
კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება, მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ - პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება, პედაგოგთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 140-მა პედაგოგმა, მათ შორის მოხსენებები წარმოადგინა 52-მა. კონფერენციის მონაწილე მასწავლებლებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
კონფერენციას, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, შუახევის რესურსცენტრისა და აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებელთა სახლის წარმომადგენლები, შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგები ესწრებოდნენ.
კონფერენცია ჩატარდა შუახევის რესურსცენტრის ორგანიზებითა და შუახევის მერიის, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლის, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის შუახევის რაიონული ორგანიზაციის მხარდაჭერით.