შუახევის კულტურის ცენტრის, მოსწავლე - ახალგაზრდობასთან მუშაობის განყოფილების თეატრალური დასის ,,მარმენიოს“ პირველი პრემიერა გაიმართა, რომელმაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
თეატრალურმა დასმა წარმოადგინა, ლიტერატურულ-თეატრალურ კომპოზიცია ,,ქორონიკონი", რომლის ხელმძღვანელი, რეჟისორი ნანა შაინიძეა. სპექტაკლში, დაბა შუახევის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
პრემიერას, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე, თვითმმართველობის წარმომადგენლები, კულტურის ცენტრის თანამშრომლები, სკოლის პედაგოგები და ადგილობრივები ესწრებოდნენ.
შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, სპეკტაკლის პრემიერა, პირადად მიულოცა დასის წევრებს, ხელმძღვანელს და წარმატებები და შემოქმედებითი წინსვლა უსურვა.