აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს, საგანმანათლებლო ექსპედიციის ფარგლებში, შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ უმასპინძლა.
შეხვედრას მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, ფრიდონ ფუტკარაძე და მერის მოადგილეები ესწრებოდნენ.
პროფესორებმა და სტუდენტებმა ისაუბრეს, საგანმანათლებლო ექსპედიციის მნიშვნელობაზე, სამომავლო გეგმებზე, პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის ღვაწლსა და დამსახურებაზე, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა აღნიშნულ ექსპედიციას. ასევე, ტარიელ ფუტკარაძის მშობლიურ სოფელს ეწვივნენ და კიდევ ერთხელ გაიხსენეს პროფესორის ცხოვრება და შემოქმედება.
ექსპედიციის მონაწილეებმა, მაღალმთიანი აჭარის სხვადასხვა სოფელშიც იმოგზაურეს. შეისწავლეს ყოფითი ცხოვრების ამსახველი წესები, ტრადიციები და მოინახულეს ისტორიული ძეგლები. შეგროვილ მასალებს სტუდენტები თავიანთ ნაშრომებში ასახავენ და კონფერენციაზე წარადგენენ.