შუახევის მერი, ომარ ტაკიძე დაბა შუახევის საჯარო სკოლაში გამართულ ბოლო ზარის ღონისძიებას დაესწრო. კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცა, თითოეულ მათგანს ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები და ბედნიერი მომავალი უსურვა.
მეთორმეტე კლასელებმა წარმოადგინეს მინიატურები, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.
სკოლის დამთავრება მოსწავლეებს ასევე, მერის მოადგილე გურამ ზოიძემ, შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ედუარდ გოგრაჭაძემ, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სკოლის დირექტორმა მზია გოგაძემ, პედაგოგებმა და მშობლებმა მიულოცეს.
ბოლო ზარი შუახევში 157 მოსწავლისთვის დაირეკა, მათგან დაბა შუახევის საჯარო სკოლა 16 მოსწავლემ დაამთავრა.