დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ჭვანის, ჭალისა და წყაროთის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, მოადგილე, რუსუდან შავაძე, თვითმმართველობის წარმომადგენლები და სკოლების პედაგოგები ესწრებოდნენ.
შუახევის მერიის ახალგაზრდული საქმეთა განყოფილების უფროსის მ/შ ამირან ხიმშიაშვილმა, მოსწავლეებს ამ დღის მნიშვნელობაზე და იმ სტიგმებზე ესაუბრა, რომელიც საზოგადოებაშია დამკვიდრებული. ასევე, მოეწყო პრეზენტაცია, ვიდეო რგოლის ჩვენება და გამოყენებული იქნა გასართობი თამაშები.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის სიმბოლოდ ჭრელი წინდის ტრადიციაა დამკვიდრებული, რომლის მიზანი მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა. ამ დღის მთავარი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა უფლებების დაცვა.
წლევამდელი კამპანიის სლოგანია ,,ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის"