დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შუახევში, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ზურაბ მენთეშაშვილმა და პროგრამის ხელმძღვანელმა, ანა ბენდელიანმა, დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, დამსაქმებლებთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, აჭარის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელი, ჯემალ დიასამიძე და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
მხარეებმა, ისაუბრეს პროგრამის მიმდინარეობის შესახებ, განიხილეს არსებული გამოწვევები და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები, რაც პროგრამის გამჭვირვალედ წარმართვაში დაეხმარება.