დაბა შუახევის ბაგა-ბაღში სასკოლო მზაობის აღსაზრდელების გამოსაშვები ზეიმი გაიმართა.
ღონისძიებას, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, თვითმმართველობისა და ბაგა-ბაღების გაერთიანების წარმომადგენლები და აღსაზრდელთა მშობლები ესწრებოდნენ.
პატარები ოთხი წლის მანძილზე საბავშვო ბაგა-ბაღში მიღებული ცოდნით, სახალისო და თეატრალიზებული ნომრებით, სიმღერებითა და ცეკვებით წარსდგნენ სტუმრების წინაშე, წაიკითხეს ასევე, ლექსები სამშობლოსა და დედა-ენაზე.
ზეიმის დასასრულს, სასკოლო მზაობის აღსაზრდელებს, სიგელები და სახელმძღვანელო ,,პირველკლასელთა აკადემია" გადაეცათ. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საბავშვო ბაღი 118-მა აღსაზრდელმა დაამთავრა.