გომარდულში, სათხილამურო სპორტში, აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის ტურნირი გაიმართა.
შეჯიბრში, შუახევისა და ხულოს სასპორტო სკოლის 50-ზე მეტი მოსწავლე ასპარეზობდა.
ტურნირს, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, ხულოს მერი ვახტანგ ბერიძე, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, აგვისტოს ომის გმირის, ამირან მამალაძის მამა, გურამ მამალაძე, თვითმმართველობის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ბსუ-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გამარჯვებული მოთხილამურეები თასებით, მედლებით, სიგელებითა და სხვა პრიზებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიება, შუახევის მერიის მხარდაჭერითა და შუახევის სასპორტო სკოლის ორგანიზებით, სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში მოეწყო.