24 ოქტომბერი, 2008 წლის აგვისტოს ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირის, იაგო მიქელაძის დაბადების დღეა. დღეს მას 46 წელი შეუსრულდებოდა.
შუახევის მერის მოადგილეებმა, მირიან აბაშიძემ და რუსუდან შავაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძესთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, იაგო მიქელაძის საფლავი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
იაგო მიქელაძე, აგვისტოს რუსეთ-საქართველო ომის წინა ხაზზე იბრძოდა. 8 აგვისტოს, ცხინვალის მისადგომებთან დაიჭრა, მოგვიანებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში 24 აგვისტოს გარდაიცვალა.
დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის სახელობის მეორე ხარისხის ორდენით. დაკრძალულია შუახევში, მშობლიურ სოფელ ბუთურაულში.