სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრების ფარგლებში, მორიგი შეხვედრა, გაიმართა ბარათაულის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან.
შეხვედრას, შუახევის მერის პირველი მოადგილე, მირიან აბაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, ჯემალ სურმანიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მთავრობის წევრებმა, მოსახლეობას მუნიციპალიტეტის და რეგიონის მთავრობის მიერ დაგეგმილი პროექტები გააცნეს, მოისმინეს სოფლებში არსებული პრობლემური საკითხები და ადგილობრივების შეკითხვებს უპასუხეს.
შეხვედრის მიზანს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების ადგილზე გაცნობა და მათი მოგვარების გზებზე ერთობლივი მსჯელობა წარმოადგენს.