შუახევში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
პატარებს დღესასწაული შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძემ მიულოცეს, ბედნიერი და წარმატებული მომავალი უსურვეს.
ბავშვების მხიარულ განწყობაზე ბავშვთა და მოზარდთა გასართობი ცენტრი ,,მიკი“ ზრუნავდა.
გაიმართა სხვადასხვა გასართობი აქტივობები, რომელშიც ბავშვებთან ერთად მიკი მაუსი და მინი მაუსი მონაწილეობდნენ.
ღონისძიების დასასრულს ყველა მონაწილე ბავშვს საჩუქრად ნაყინი და ტკბილეული გადაეცა.
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია კიდევ ერთხელ გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და გისურვებთ ბედნიერ მომავალს.