ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრმა, შუახეველ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
ცენტრის წარმომადგენლებმა, გიორგი მურადიშვილმა და ნინო ლომაიამ, ახალგაზრდებს წლის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
შეხვედრას, შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ფატი ჭაღალიძე, მერიის ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსის მ/შ ამირან ხიმშიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ომარ ტაკიძე:- ,,ახალგაზრდების როლი ქვეყნისა და რეგიონის განვითარებაში მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს, სწორედ ამიტომ, მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს, მათზე მორგებული ღონისძიებები გავატაროთ და ახალგაზრდების ჩართულობა გავზარდოთ ადგილობრივი თვითმართველობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში".