აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის პირველმა მოადგილე, ოთარ დიასამიძემ GIZ-ის წარმომადეგნელბთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საერთაშოროსო ორგანიზაციასთან ერთად განხორციელებული პროექტები განიხილეს და თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებზე ისაუბრეს.
გერმანიის განვითარების თანამშრომლობა (GIZ), 2020 წლიდან, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, ურბანული მობილობის პროგრამას ახორციელებს. „Mobility4Cities" პროექტის ფარგლებში, GIZ-ის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტების წევრებთან ერთად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტექნიკური მხარდაჭერის კუთხით თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
ორგანიზაციამ აჭარის მუნიციპალიტეტებთან ახალი პროექტების დაწყების მზაობა გამოთქვა.
შეხვედრას შუახევის მერის პირველი მოადგილე, მირიან აბაშიძე, ქედის მერი, როლანდ ბერიძე, მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეები, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი, არჩილ სირაბიძე და სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.