შუახევში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, სოფლად მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
დღეს, მორიგი შეხვედრა გაიმართა ზამლეთის ადმინისტრაციული ერთეულის, ბუთურაულისა და ნიგაზეულის მოსახლეობასთან.
ადგილობრივებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მიმდინარე პროექტებსა და მომავალი წლის ღონისძიებებზე ისაუბრეს.
მოსახლეობასთან შეხვედრებს შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, აკაკი ძნელაძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას განსაკურებით მნიშვნელოვანია, რათა მოსახლეობის საჭიროებები მაქსიმალურად აისახოს 2023 წლის პრიორიტეტებში.