აჭარის ა.რ. სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირმა ნიჟარაძე, მ. ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლის დირექტორი შოთა დავითაძე, სპორტის დეპარტამენტის მასობრივი სპორტისა და მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობის განყოფილების და მაღალი მიღწევების სპორტის განყოფილების წარმომადგენლები, სამუშაო ვიზიტით შუახევში იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, შუახევის მერთან, ომარ ტაკიძესთან, მერის მოადგილეებთან, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და სპორტის სფეროში დასაქმებულებთან გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც განიხილეს სპორტის სფეროში არსებული საკითხები და გამოწვევები, დასახეს მათი გადაჭრის გზები.
ასევე, მოინახულეს არსებული სპორტული ობიექტები, მათ შორის ახლად გახსნილი FIFA-ს სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი და სპორტული ცენტრი.