გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ 2007 წლის 18 დეკემბერს გამოაცხადა. ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო.
აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით, ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.
ამ დღის აღსანიშნავად, მერიის ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ორგანიზებით გამარათა საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდებთან, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მნიშვნელობის შესახებ. ასევე მოეწყო ბიოგრაფიული ფილმის ჩვენება/განხილვა აუტისტი თემპლ გრანდინის შესახებ, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერი გახდა სოფლის მეურნეობის სფეროში.
ღონისძიებას შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, თვითმმართველობის წარმომადგენლები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ.