არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საორსამ", სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტის - „აჭარის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდა გოგონათა და ქალთა უფლებადამცველების პროფესიული გადამზადების" ფარგლებში, შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
საინფორმაციო შეხვედრა წარიმართა მასტერკლასის პრინციპით, რომელსაც „საორსას" დამფუძნებელი ლია ფუტკარაძე და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, იურისტი, სპეციალიზებული ადვოკატი სისხლის სამართლისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში, ანა თავხელიძე უძღვებოდნენ.
პროექტი ხორციელდება ,,ქალთა ფონდი საქართველოში" ფინანსური მხარდაჭერით, რომლის მიზანია, აჭარის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდა გოგონათა და ქალთა მიმართ ეკონომიკური ძალადობის პრევენცია ქალების და ახალგაზრდა ქალი უფლებადამცველების/აქტივისტების გაძლიერების გზით.