ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ,,16 დღიანი ძალადობის კამპანიის" ფარგლებში, დასკვნითი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
შეხვედრას ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის აჭარის რეგიონის ხელმძღვანელი - თიკო აბაშიძე უძღვებოდა.
შეხვედრა დისკუსიის სახით წარიმართა. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დაძლევის აუცილებელი წინაპირობაა საზოგადოების ცნობიერების, მგრძნობელობისა და თანამშრომლობის ჩარჩოების გაზრდა.
ასევე, გაიმართა ფილმის ჩვენება, რომელიც ახალგაზრდებთან ერთად კინომცოდნე, სოფიკო თოქმაჯიშვილმა განიხილა.
ღონისძიება, ქალთა ოთახის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა.