სახალხო დღესასწაული ,,შუახევობა 2022" მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა. დღის განმავლობაში, ადგილობრივებსა და სტუმრებს, ტრადიციული ფოლკლორულის ნახვის, ეთნოგრაფიული კუთხეების, ხელნაკეთი ნივთების დათვალიერებისა და ადგილობრივი ნაწარმის დაგემოვნების საშუალება ჰქონდათ. გაიმართა, კულტურულ- სპორტული, საბავშვო გასართობი აქტივობები.
ღონისძიება გვიან საღამომდე გაგრძელდა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წამყვანი ვარსკვლავების - დუეტი ,,ჯორჯიას", ნოდიკო ტატიშვილის, სალომე ბაკურაძის, ნუგზარ ერგემლიძის მონაწილეობითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დაიხურა.