შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, გეოლოგიური დასკვნებისა და მუნიციპალიტეტის მერიის შუამდგომლობის საფუძველზე, საცხოვრებელი სახლების გამაგრებისა და რეაბილიტაციის მიზნით დაფინანსებულ ოჯახებს შეხვდა.
შეხვედრაზე ომარ ტაკიძემ ყურადღება გაამახვილა სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულების აუცილებლობაზე. აღნიშნა, რომ გამოყოფილი თანხები სრულად უნდა მოხმარდეს გეოლოგიური დასკვნებით გამოვლენილი პრობლემების მოგვარებას და საცხოვრებელი სახლების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, მერის მოადგილე გიორგი კეკელიძე და მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის სპეციალისტი გოგი მიქელაძე.