ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტის 15 საბავშვო ბაღსა და 7 ალტერნატიულ ჯგუფს ახალი სათამაშოები გადაეცა

19 ნოემბერი 2026

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტის 15 საბავშვო ბაღსა და 7 ალტერნატიულ ჯგუფს ახალი სათამაშოები გადაეცა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტის 15 საბავშვო ბაღსა და 7 ალტერნატიულ ჯგუფს ახალი სათამაშოები გადაეცა.

შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე ხიჭაურის საბავშვო ბაღს ეწვია, სადაც აღსაზრდელებს სათამაშოები გადასცა და დაწესებულების მუშაობას გაეცნო.

ბაგა-ბაღების გაერთიანებამ სათამაშოები საბავშვო ბაღებისა და ალტერნატიული ჯგუფების საჭიროებების, სააღმზრდელო მეთოდოლოგიისა და ბავშვთა ასაკობრივი კატეგორიების გათვალისწინებით შეიძინა.

აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, მრავალფეროვანი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

მერთან ერთად, ხიჭაურის საბავშვო ბაღში იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, მერის მოადგილე გიორგი კეკელიძე და ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი მადონა არძენაძე.