ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, სამუშაო თათბირი გამართა

12 ნოემბერი 2026

შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, სამუშაო თათბირი გამართა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა. 

შეხვედრაზე მიმდინარე წელს განხორციელებული სამუშაოები შეაჯამეს. მერმა თითოეული სამსახურისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან მოისმინა ინფორმაცია მიღწეული შედეგების, არსებული გამოწვევებისა და წლის ბოლომდე დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

თათბირის მთავარი ნაწილი 2027 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრას დაეთმო. მხარეებმა დეტალურად განიხილეს მომავალ წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები, ასევე კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდული ხელშეწყობის მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საბიუჯეტო რესურსების ეფექტურ და მიზნობრივ განაწილებაზე.

შეხვედრის დასასრულს ომარ ტაკიძემ სამსახურის უფროსებსა და ორგანიზაციების თანამშრომლებს კონკრეტული დავალებები მისცა. მერის განცხადებით, აუცილებელია, 2027 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში მაქსიმალურად აისახოს მოსახლეობის რეალური საჭიროებები და მუნიციპალიტეტის განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივები.

სამუშაო შეხვედრას მერის მოადგილეები მირიან აბაშიძე და გიორგი კეკელიძე ესწრებოდნენ.