შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა, ომარ ტაკიძემ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და თანაშემწეებთან სამუშაო თათბირი გამართა.
შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული აქტუალური საკითხები განიხილეს, მათ შორის მოისმინეს ინფორმაცია სოფლებში არსებულ ვითარებაზე. ყურადღება გამახვილდა მიმდინარე წლის პრიორიტეტებზე, მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და მიმდინარე პროგრამებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე.
თათბირის ფარგლებში შეჯამდა გასულ პერიოდში შესრულებული სამუშაოები, განისაზღვრა შემდგომი მიმართულებები და პასუხისმგებელ პირებს შესაბამისი დავალებები მიეცათ.
თათბირზე ასევე განიხილეს სახალხო დღესასწაულის „შუახევობის" საორგანიზაციო საკითხები.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილეები მირიან აბაშიძე და გიორგი კეკელიძე, ასევე მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.