შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოში მცხოვრებ ზერიფე მიქელაძეს 102 წელი შეუსრულდა.
უხუცეს ქალბატონს, იუბილე შუახევის მერის მოადგილეებმა მირიან აბაშიძემ, გიორგი კეკელიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ ივანაძემ და საკრებულოს წევრმა გია დავითაძემ მიულოცეს.
ზერიფე მიქელაძეს 13 შვილი, 33 შვილიშვილი, 79 შვილთაშვილი და 13 შვილთაშვილის შვილი ჰყავს. როგორც მრავალშვილიან დედას არაერთი ჯილდო აქვს მიღებული.
დღეის მდგომარეობით, შუახევის მუნიციპალიტეტში 100 წელს გადაცილებული 9 მოქალაქე ცხოვრობს