ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ სამუშაო თათბირი გამართა, რომელსაც მერის მოადგილეები, უწყების სამსახურისა და განყოფილების უფროსები ესწრებოდნენ

17 აგვისტო 2026

შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ სამუშაო თათბირი გამართა, რომელსაც მერის მოადგილეები, უწყების სამსახურისა და განყოფილების უფროსები ესწრებოდნენ

შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა, ომარ ტაკიძემ სამუშაო თათბირი გამართა, რომელსაც მერის მოადგილეები, უწყების სამსახურისა და განყოფილების უფროსები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული აქტუალური საკითხები განიხილეს. ისაუბრეს ბიუჯეტის შესრულებაზე, ჯანდაცვის პროგრამებზე, კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ მიმართულებებზე, შესყიდვებისა და ზედამხედველობით ღონისძიებებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და პრიორიტეტებით გათვალისწინებულ პროგრამებზე.

ყურადღება გამახვილდა მოახლოებულ ფესტივალ „ჯვარიმინდორთან" დაკავშირებულ მოსამზადებელ სამუშაოებზე.

ომარ ტაკიძემ აღნიშნა, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თითოეული მიმართულებით მიმდინარე სამუშაოების მუდმივ მონიტორინგსა და ეფექტიან კოორდინაციას, რათა მიმდინარე წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამები და პროექტები შეუფერხებლად განხორციელდეს.