შუახევის მუნიციპალიტეტის მერი, ომარ ტაკიძე საცხოვრებელი სახლებისა და სახურავების შეძენის პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებს შეხვდა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროგრამით გათვალისწინებულ ვადებში სამუშაოების ხარისხიანად შესრულებას.
აღინიშნა, რომ პროგრამის მთავარი მიზანი ოჯახებისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო პირობების შექმნაა. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს, საჭიროების შემთხვევაში, ბენეფიციარებს შესაბამისი მხარდაჭერა და კონსულტაცია გაუწიონ.
ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე ოჯახებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარების მიზნობრივი პროგრამით 9 ბენეფიციარი, ხოლო საცხოვრებელი სახლის სახურავის შეძენის პროგრამით 80-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, მერის მოადგილეები მირიან აბაშიძე და გიორგი კეკელიძე და მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლები.