ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


ჯვარიმინდორში, ფოლკლორული ფესტივალი „ჯვარიმინდორი" გაიმართა

28 აგვისტო 2026

ჯვარიმინდორში, ფოლკლორული ფესტივალი „ჯვარიმინდორი" გაიმართა

ჯვარიმინდორში, ფოლკლორული ფესტივალი „ჯვარიმინდორი" გაიმართა.

ფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს სიტყვით მიმართა და დღესასწაული მიულოცა შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ.

ფესტივალის ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება ანსამბლ „ჭვანას" შესრულებით, სიმღერით „შემოქმედის ეკლესია" გაიხსნა. ფესტივალი კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც ადგილობრივ ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად, ხელოვნებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ბენდი და მოწვეული მომღერალი სოფო ბედია მონაწილეობდნენ.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა სპორტული აქტივობები, მოეწყო კვების სივრცეები, სპეციალური ინსტალაციები, ფოტოზონები და თემატური დეკორაციები.

შუახევის მუნიციპალიტეტისა და ჭვანის ხეობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის შვიდ მოქალაქეს „საპატიო ჭვანელის" წოდება მიენიჭა.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები ანზორ ბოლქვაძე და ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, აჭარის მთავრობის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ფოლკლორული ფესტივალი „ჯვარიმინდორი" 2012 წელს, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და „საზოგადოება ჭვანელის" ინიციატივით დაფუძნდა. მისი მიზანია ადგილობრივი კულტურისა და ფოლკლორის, ასევე სამთო ტურიზმის პოპულარიზაცია და განვითარება.