ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანების და უჩამბისა და ჯაბნიძეების საბავშვო ბაღების თანამშრომლებს შეხვდა

01 სექტემბერი 2026

შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანების და უჩამბისა და ჯაბნიძეების საბავშვო ბაღების თანამშრომლებს შეხვდა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერი, ომარ ტაკიძე, შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანების და უჩამბისა და ჯაბნიძეების საბავშვო ბაღების თანამშრომლებს შეხვდა.

შეხვედრაზე, სკოლამდელი განათლების სფეროში არსებული გამოწვევები და საჭიროებები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე, იმსჯელეს არსებულ პრობლემებზე, მათი გადაჭრის გზებსა და იმ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის.

ომარ ტაკიძემ სკოლამდელი დაწესებულებების წარმომადგენლებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. მუნიციპალიტეტის მერმა ყურადღება გაამახვილა ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებული, უსაფრთხო და ხარისხიანი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

შეხვედრას, ომარ ტაკიძესთან ერთად, მერის მოადგილე გიორგი კეკელიძე, მერიის განათლების კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის თანამშრომლები და ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი მადონა არძენაძე ესწრებოდნენ.