ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


შუახევის მუნიციპალიტეტის მერის, ომარ ტაკიძის ხელმძღვანელობით, მერიის სტიქიისა და სოციალურ საკითხთა კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

04 სექტემბერი 2026

შუახევის მუნიციპალიტეტის მერის, ომარ ტაკიძის ხელმძღვანელობით, მერიის სტიქიისა და სოციალურ საკითხთა კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერის, ომარ ტაკიძის ხელმძღვანელობით, მერიის სტიქიისა და სოციალურ საკითხთა კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომას მერის პირველი მოადგილე მირიან აბაშიძე და კომისიის წევრები ესწრებოდნენ.

სხდომაზე, კომისიამ განიხილა მოქალაქეთა განცხადებები, რომლებიც ვერ სარგებლობენ ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით. წარმოდგენილი განაცხადები დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეული შემთხვევის ინდივიდუალური შესწავლის საფუძველზე შეფასდა და გაეწია შესაბამისი დახმარება მერის სარეზერვო ფონდიდან. ასევე განიხილეს საჭიროების მქონე ბავშვიანი ოჯახების ფინანსური დახმარების პროგრამის მოქალაქეთა განცხადებები და შემდგომ გასატარებელი ღონისძიებები.

მოისმინეს ინფორმაცია ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ფარგლებში სახლებისა და სახურავების შესწავლა-შეფასებისა და სახურავების განაწილების, ეკომიგრანტი ოჯახების უსაფრთხო საცხოვრებელი სახლების პროგრამისა და გეოლოგიური დასკვნების შესაბამისად საცხოვრებელი სახლების აღდგენა-გამაგრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.