ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა

08 სექტემბერი 2026

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერის, ომარ ტაკიძის ხელმძღვანელობით, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომაზე განიხილეს 109 საკითხი, 7 საკითხი მოქალაქის ინდივიდუალური განცხადების საფუძველზე სტატუსის მინიჭებაზე, ხოლო 102 საკითხი სტატუსის შეწყვეტასა და ცნობად მიღებაზე.

დღეის მონაცემებით შუახევის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი მინიჭებული აქვს 10 032 მოქალაქეს.

2026 წლიდან 1 იანვრიდან დღემდე საცხოვრებელი ადგილის დატოვების გამო სტატუსი შეუწყდა 375 მოქალაქეს, ხოლო 18 მოქალაქეს სტატუსი შეჩერებული აქვს უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის გამო.

სხდომას მერის პირველი მოადგილე მირიან აბაშიძე და კომისიის წევრები ესწრებოდნენ.