ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და BAU-ს საერთაშორისო კლინიკის ორგანიზებით, შშმ პირთა დღის ცენტრში სოციალური სამედიცინო აქცია მიმდინარეობს

12 სექტემბერი 2026

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და BAU-ს საერთაშორისო კლინიკის ორგანიზებით, შშმ პირთა დღის ცენტრში სოციალური სამედიცინო აქცია მიმდინარეობს

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და BAU-ს საერთაშორისო კლინიკის ორგანიზებით, შშმ პირთა დღის ცენტრში სოციალური სამედიცინო აქცია მიმდინარეობს.

სოციალური აქციის მიმდინარეობას შუახევის მერის მოადგილეები მირიან აბაშიძე, გიორგი კეკელიძე და მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი პაატა ქათამაძე გაეცნენ.

აქციის ფარგლებში, მოსახლეობას სხვადასხვა სპეციალიზაციის კვალიფიციური ექიმ-სპეციალისტების გუნდი უფასო სამედიცინო კვლევებს (ლაბორატორიულსა და ინსტრუმენტულს) და კონსულტაციებს სთავაზობს.

სამედიცინო მომსახურება მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: კარდიოქირურგია, კარდიოლოგია-არითმოლოგია, ნევროლოგია, ანგიოქირურგია, ტრავმატოლოგია და რევმატოლოგია.

სამედიცინო აქციის მიზანია პროფილაქტიკური მედიცინის ხელშეწყობა, ჯანმრთელობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა