შუახევის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წელი დაიწყო.
შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე ფურტიოს ბაგა-ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს გაეცნო, აღსაზრდელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში შექმნილია შესაბამისი პირობები, რათა აღსაზრდელებმა მიიღონ ხარისხიანი სკოლამდელი განათლება. სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესი დამტკიცებული გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს და ბავშვების ასაკობრივ განვითარებასა და ინტერესებზე მორგებულ აქტივობებს მოიცავს.
მიმდინარე წლის ოქტომბრიდან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ახალი ინიციატივა ამოქმედდება, რომელიც აღსაზრდელების ტრანსპორტით უზრუნველყოფის ხელშეწყობას ისახავს მიზნად და შორი უბნებიდან აღსაზრდელთა ორგანიზებულ და უსაფრთხო გადაყვანას ითვალისწინებს.
შუახევის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების დაქვემდებარებაში 15 ბაგა-ბაღი და 7 ალტერნატიული ჯგუფია, სადაც 220 აღსაზრდელი ირიცხება.
ფურტიოს ბაგა-ბაღში ასევე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე გიორგი კეკელიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ ივანაძე, ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი მადონა არძენაძე და სხვა ხელმძღვანელი პირები.