ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


შუახევის მერი ომარ ტაკიძე, უჩამბის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

18 სექტემბერი 2026

შუახევის მერი ომარ ტაკიძე, უჩამბის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, უჩამბის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და სოფელ წაბლანის მოსახლეობას შეხვდა.

კვირიაულში აქტიურად მიმდინარეობს ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა. შენობაში განთავსდება სხვადასხვა დანიშნულების სამუშაო ოთახები და მრავალფუნქციური დარბაზი, რომელიც მოსახლეობასთან შეხვედრებისა და კულტურული ღონისძიებების გამართვისთვის იქნება განკუთვნილი. ასევე დასრულდა ფანჩატურის მშენებლობა.

ახალი საგზაო ინფრასტრუქტურით წელს პირველად ისარგებლებს ლაკლაკეთში მცხოვრები ბეჟანიძეების ოჯახი. უბანში, სადაც საავტომობილო გზა აქამდე არ არსებობდა, პროექტის ფარგლებში ახალი სამანქანე გზა გაიჭრა და სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, რეაბილიტაცია უტარდება წაბლანის, ტბეთისა და გოგაძეების არსებულ სპორტულ მოედნებს.

პარალელურად, მიმდინარეობს შიდა საუბნო გზებზე ბეტონის საფარის მოწყობა. დასრულდა წაბლანაში შალვა ზოიძის, ხოლო ცინარეთში მედეა ფუტკარაძის საცხოვრებელ სახლთან ფერდსამაგრი კედლების მოწყობა.

უჩამბის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე პროექტები მოიცავს საგზაო, სპორტული და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. სამუშაოები მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით ხორციელდება და სოფლებში არსებული პრობლემების ეტაპობრივ მოგვარებას ემსახურება.