ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის „მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობის" ქვეპროგრამის ფარგლებში, მეფუტკრე ფერმერებისთვის სკების გადაცემის პროცესი დაიწყო

18 სექტემბერი 2026

ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის „მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობის" ქვეპროგრამის ფარგლებში, მეფუტკრე ფერმერებისთვის სკების გადაცემის პროცესი დაიწყო

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის „მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობის" ქვეპროგრამის ფარგლებში, მეფუტკრე ფერმერებისთვის სკების გადაცემის პროცესი დაიწყო.

შუახევის მუნიციპალიტეტში სკების განაწილების პროცესს შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავჯდომარე იაგო დავითაძე, აგროსერვის ცენტრის დირექტორი მირზა სუქნიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და აგროსერვის ცენტრის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.

შუახევის მუნიციპალიტეტში, პროგრამის ფარგლებში, მეფუტკრე ფერმერებს 100-მდე სკა გადაეცემათ. ქვეპროგრამა აჭარის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება და ჯამში მეფუტკრე ფერმერებისთვის 2 000 სკის გადაცემას ითვალისწინებს.