ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, ოქროპილაურში ახალი ტურისტული საფეხმავლო მარშრუტი დაათვალიერა

21 სექტემბერი 2026

შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, ოქროპილაურში ახალი ტურისტული საფეხმავლო მარშრუტი დაათვალიერა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძესთან ერთად ოქროპილაურში ახალი ტურისტული საფეხმავლო მარშრუტი დაათვალიერა.

4.23 კმ სიგრძის საფეხმავლო მარშრუტი რიკიხიდიდან იწყება და ოქროპილაურში სრულდება. მარშრუტი ზღვის დონიდან 425-572 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და ისტორიული საირიგაციო არხის გასწვრივ მიუყვება, რაც მას განსაკუთრებულ ხასიათს სძენს. ბილიკის გასწვრივ მოწყობილია ფანჩატური ვიზიტორებისთვის.

ახალი ტურისტული მარშრუტი მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების კიდევ ერთ შესაძლებლობას ქმნის და ვიზიტორებს მაღალმთიანი აჭარის ბუნებრივი გარემოსა და ლანდშაფტის უკეთ გაცნობის საშუალებას აძლევს.

პროექტი განხორციელდა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.