ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


შუახევში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

23 სექტემბერი 2026

შუახევში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ჩიქობავამ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა ჯემალ სურმანიძემ და ლუარა დუმბაძემ, მუნიციპალიტეტის წარმატებულ პედაგოგებს, მომავალი თაობების აღზრდისა და განათლების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცეს.

მასწავლებლის ეროვნული დღის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი წევრი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ გოგრაჭაძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში აღინიშნა პედაგოგთა მრავალწლიანი და თავდაუზოგავი შრომის მნიშვნელობა და ის მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც მასწავლებლები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლების საქმეში ასრულებენ.

ღვაწლმოსილ მასწავლებლების დაჯილდოება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, რესურსცენტრის ორგანიზებითა და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭეით იმართება.

ინიციატივა მიზნად ისახავს მასწავლებლების მრავალწლიანი შრომის დაფასებას და მათი პროფესიული საქმიანობის მნიშვნელობის წარმოჩენას.

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა ხელოვნებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სკოლასთან არსებული მუსიკალური ბენდები.