ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


შუახევის მერი ომარ ტაკიძე საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრ შუახეველ ავტორებს შეხვდა

17 ივლისი 2026

შუახევის მერი ომარ ტაკიძე საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრ შუახეველ ავტორებს შეხვდა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრ შუახეველ ავტორებს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერმა სტუმრებს გააცნო შუახევის მუნიციპალიტეტში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, მუნიციპალიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მუნიციპალიტეტის განვითარების სამომავლო გეგმები.

მხარეებმა ისაუბრეს კულტურისა და ლიტერატურის განვითარების მნიშვნელობაზე, შემოქმედებითი სფეროს მხარდაჭერასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მუნიციპალიტეტის ისტორიას, მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასა და ადგილობრივი ტრადიციების შენარჩუნების მნიშვნელობას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დელეგატი წევრი ანზორ ბოლქვაძე, მერის მოადგილე გიორგი კეკელიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ფრიდონ ფუტკარაძე და თენგიზ ივანაძე.