შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა, ომარ ტაკიძემ, ულფეთ ფუტკარაძეს 105 წლის იუბილე მიულოცა. უხუცეს ქალბატონს ჯანმრთელობა, მხნეობა და დღეგრძელობა უსურვა.
ულფეთ ფუტკარაძეს 60-ზე მეტი შთამომავალი ჰყავს - 4 შვილი, 16 შვილიშვილი, 32 შვილთაშვილი და 15 შვილთაშვილის შვილი.
ომარ ტაკიძესთან ერთად იუბილე მიულოცეს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ფრიდონ ფუტკარაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე, იაგო დავითაძემ.
დღეის მდგომარეობით, შუახევის მუნიციპალიტეტში 100 წელს გადაცილებული 9 მოქალაქე ცხოვრობს, მათ შორის ყველაზე უხუცესი 112 წლის ნაქიფე დავითაძეა.