ძიება
close

კონტრასტი

img img

ფონტი

მინუსი
პლიუსი

ცხელი ხაზი

phone

599 85 20 80

მერიის სიახლეები


შუახევის მერი ომარ ტაკიძე მერიის ინფრასტრუქტურის, შესყიდვების, ზედამხედველობის, ტექნიკური საბჭოსა და ინფრასტრუქტურული ღონისძიებებით გათვალისწინებული სამუშაოების მიმღები კომისიის წევრებს შეხვდა

23 ივნისი 2026

შუახევის მერი ომარ ტაკიძე მერიის ინფრასტრუქტურის, შესყიდვების, ზედამხედველობის, ტექნიკური საბჭოსა და ინფრასტრუქტურული ღონისძიებებით გათვალისწინებული სამუშაოების მიმღები კომისიის წევრებს შეხვდა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე მერიის ინფრასტრუქტურის, შესყიდვების, ზედამხედველობის, ტექნიკური საბჭოსა და ინფრასტრუქტურული ღონისძიებებით გათვალისწინებული სამუშაოების მიმღები კომისიის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, შესრულებული სამუშაოების მიმდინარეობა, შესყიდვების პროცესთან დაკავშირებული საკითხები და პროექტების მონიტორინგის შედეგები. ასევე იმსჯელეს არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები, რომლებიც ინფრასტრუქტურული პროექტების დროულ და ეფექტიან განხორციელებას შეუწყობს ხელს.

მერმა შესაბამის სამსახურებს კონკრეტული დავალებები მისცა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამუშაოების ვადების დაცვასა და ხარისხის კონტროლის მნიშვნელობაზე, რათა მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი პროექტები განსაზღვრულ ვადებში და მაღალი სტანდარტით განხორციელდეს.

შეხვედრას მერის მოადგილეები მირიან აბაშიძე და გიორგი კეკელიძე ესწრებოდნენ.